აგვისტო 15, 2010

ისტორია ტაქსის მძღოლით

Posted in Uncategorized tagged , , , at 18:33 ავტორი Givillo

მაგარ სიცხეში ტაქსში ვზივარ. ყველა ფანჯარა ჩაწეულია, მაინც ძლივს ვსუნთქავ. ამ ყველაფერს დაემატა მძღოლი….
მაგარი ქაქანა მძღოლი მერგო, თან ბლანჟე და სათვალეებზე ეგრევე დამწვა რომ ძალიან დედიკოს ბიჭი და არიფი ვარ, შესაბამისად თავის ქაქანში, ძირითადად ბლატნოის მიაწვა, რადგან ამ სფეროში თავის უდაო უპირატესობას ჩემ სახეზე კითხულობდა, ხოლო თქვენობით მიმართვამ საბოლოოდ დაარწმუნა თავისი ვარაუდის სისწორეში.
მოკლედ ყვება, იქ ვიღაც ნაბოზარი როგორ მიაკაჩავა, აქ ძაღლები როგორ დაასირა, იქაც ვიღაც ძველ ბიჭებს როგორ გააზადნებინა… მოკლედ გულაობს ჯიგარი, თან ამ ყველაფერს ხელების ქნევით და მიმიკით მაქსიმალურ დამაჯერებლობას და ხატოვნებას სძენს. ხელებს ისე იქნევდა, ერთი პირობა გადავწყვიტე ვეტყვი, რულს ხელი მოკიდე და ტრაკი დააყენე შეჩემისამეთქი, მაგრამ ისევ მის ასაკს (65 წლამდე იქნებოდა) და ჩემს ნატიფ მანერებს ვეცი პატივი 😀
ერთგან, წითელ შუქნიშანზე, იმ მომენტმა მოუწია, როდესაც ვიღაც “აქეთ მოდავე” ძველი ბიჭები მაგრად მიტისკა და დამაგვირგვინებელი აკორდის მაქსიმალური რეალისტურობისთვის ფანჯარაში გადააფურთხა, ორივე ხელი შესაგინებელ პოზაში აიშვირა ფანჯარაში გადაყოფილმა დაიქნია და “თქვენი სუყველას დედებს შევეცი”–ო მიაყოლა.

ჩვენს გვერდზე მდგომი შავი ბმვ–ს ოთხივე კარი ერთდროულად გაიღო, როგორც ქუჩის ეტიკეტის ზუსტი დაცვა მოითხოვს, ყოველგვარი ყაყან–გინების გარეშე, ამასთან უახლოესმა კარები სწრაფად გამოუღო, ჯერ დასაბნევად სილა გაარტყა, მერე საყელოში ხელი წაავლო და მანქანიდან გადმოაგდო….
მაგ საცოდავის ბედად, იმ ერთ წამში ყველაფერს მივხვდი და ამ ბიჭებს დავუყვირე, რაღაცას ყვებოდა ესჩემისა, თქვენთვის არ შეუგინებია – ბოზიშვილი ვიყომეთქი (ნუ, აქ ჩემგანაც აუცილებელი იყო ეტიკეტის დაცვა), ერთ–ორს გაეცინა, იმას, რომელსაც ქეჩოთი ყავდა დათრეული გული დაწყდა, ქეჩოთივე წამოაყენა და ამხელა კაცი გზადაგზა რო იგინები და ხელებს აქეთ–იქეთ იშვერ ტვინი არ გაქო, კითხა. ამ დროისთვის უკვე ახლოს ვიყავი იმ ბიჭებთან მისული – ასე ბლატაობს პლეხანოვიდან აქამდე, სანამ არ გიჩალიჩა ტვინი მომიტყნამეთქი – აქ ყველანი სიცილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ამ ჩემს იაპონჩიკას ტანსაცმლის მტვერისგან დაფერთხვაშიც დავეხმარე…
მოკლედ, მაგ ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე, ფხუკუნი ამიტყდებოდახოლმე და ჩემ ფხუკუნზე, კითხვით ფორმაში ჩაიბურტყუნებდა – ვახ გიჟები იყვნენ ეგ ჩემისებიო.
––––
გივილოს მორალი ასეთია: თუ ბლატაობთ, წითელ “სვეტაფორზე” არ უნდა გაჩერდეთ!

15 Comments »

  1. lobzhanidze said,

    :))))) ტაქსისტებზე ყველაფერი მსმენია, მაგრამ ასეთი პირველად

  2. Ta =) said,

    😀 😀 ნეტა ეცემათ რაა 😀

    ვიხალისე 😀

  3. Toma said,

    ar momwons es morali “თუ ბლატაობთ, წითელ “სვეტაფორზე” არ უნდა გაჩერდეთ!”

  4. :D:D:D
    ასეთი ამბები წიგნად უნდა გამოიცეს 😀

  5. Tornike said,

    ააააააჰაჰჰა :)))) მაგარი იყო

  6. Givillo said,

    toma თუ პირდაპირი მნიშვნელობით, გზაჯვარედინზე გაჩერებას გულისხმობ, არცერთ ნორმალურს არ მოეწონება.

  7. mwvanevashli said,

    მაგარიააა :))))))))))))))))

  8. siyvarulovna said,

    ლოოოლ 😀 😀 😀 მაგარი დაქნეული ტაქსისტი შეგხვდა. ნეტა კიდე ბლომად არიან მსგავსები?

  9. nikusha_marx said,

    😀
    🙂
    კარგი იყო

  10. ბაჩო said,

    მაგრად ვხალისობ ისეთ რამეებს წერ.
    ყველა ტაქსისტი ერთნაირი როგორ არის ტო 🙂

  11. Givillo said,

    ყველას მადლობა მოწონებისთვის – მეამა! 😀

  12. Kate said,

    იდიოტი ნუ.
    ღირსი იყო.

  13. ეს ისტორია ადრე ვნახე სხვაგან და ძალიან ბევრი ვიცინე მაგრამ მერე ტაქსისტი შემეცოდა ძალიან :((((((

    • Givillo said,

      <>

      არა, შემიძლია დავიფიცო, ნატურში ჩემია, პეკინიდან ვაჟაზე სანამ შეხვალ, ბოლო შუქნიშანზე მოხდა და მარტო მე ვიჯექი ტაქსში :))))
      ძალიან დამწყდა გული, რო არავინ არ მახლდა :))

  14. არა ანუ სხვამ მომიყვა თუ მგონი აქ წავიკითხე ადრეც :დ:დ:დ ძალიან ბევრი კი ვიცინე და :დ


დატოვე კომენტარი