December 4, 2011

დისკურსი და პატიოსნება

Posted in Uncategorized at 23:49 by Givillo

ათწლეულზე მეტი ხანია რაც გია ამერიკაში წავიდა, ბევრი ახლობელ-მეგობარი დატოვა და შესაბამისად ნოსტალგიაც საკმაოდ შემოეპარა.
მოგეხსენებათ ასეთ ხალხს “ძველი ამბები” კარგად ახსოვს და დღეს ბაბლუანის 16 წლის წინანდელი ინტერვიუ გაიხსენა, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, არცერთ ჩემ ვირტუალურ თუ “ლაივ” მეგობარს არასოდეს არ გახსენებია, თორემ ამის დავიწყება რომ შეუძლებელია თქვენც დარწმუნდებით რამოდენიმე წუთში.

ჟურნალისტ(კას) შეკითხვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამიტომ პირდაპირ ბატონი თემურის პასუხზე გადავალ.

- გაგიკვირდებათ და სვანეთში ოჯახებს შორის კონფლიქტს ბევრი უცნაური მიზეზი ჰქონია. მაგალითად, ერთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს მეზობელი გვარი მიადგა და სთხოვეს, რომ თავიანთი ადრე გარდაცვლილი ნათესავისთვის, ერთ-ერთი ოჯახის წევრის სიზმრის საფუძველზე, ფეხსაცმელი “წაეღო”.
თანხმობის შემდეგ, ფეხსაცმელები მიცვალებულს კუბოში ჩაულაგეს და “გაატანეს”.
დაკრძალვიდან ორიოდ დღის შემდეგ, ახლადდაკრძალულის ოჯახს მოაკითხეს და უთხრეს, რომ თურმე ფეხსაცმელი არევიათ, ცოცხალი კაცისა გაუტანებიათ და რადგან ეს ცუდის ნიშანი იყო, სთხოვეს მიცვალებული ამოეთხარათ და ფეხსაცმლები შეეცვალათ.
ამის ნიადაგზე რომ დიდი უთანხმოება შეიქმნებოდა ალბათ თქვენც დარწმუნებული ბრძანდებით. მაგრამ მიზეზს ნამდვილად ვერ გამოიცნობთ!
სვანეთი
თურმე დამხვედრმა ოჯახმა უპასუხა – ეგ ისეთი პატიოსანი ქალი იყო, უკვე მიტანილი ექნება და თქვენი მკვდარი ამოთხარეთ, ფეხსაცმელი იქ იდებაო.

3 Comments »

  1. margusha said,

    ჰა ჰაააა:)))))))))))))))))))))))))))))))))

  2. ბაჩო said,

    samegrelozea eg :) ))

  3. Givillo said,

    რავი, ბაბლუანს ეგრე მოუყოლია :-)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.