ოქტომბერი 1, 2009

ჯოკერი

Posted in ჯოკერი at 01:18 ავტორი Givillo

მოკლედ,  “კამაზების ბირჟაზე” ერთი მძღოლი “ბირჟაობდა”. არცერთ კოლეგას არ უყვარდა თავისი მყრალი ენის და ხასიათის გამო.

ერთხელ ეს კაცი, თავისი მანქანიანად დაიკარგა დიდი ხნით და თითქმის ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა.  გამოკითხეს სხვა მძღოლებმა დაკარგვის მიზეზი და ესეც მოუყვა. მოუყვა მაგრამ რა მოუყვა, ამ საინტერესო ისტორიას დიალოგის ფორმით მოგაწვდით, ვეცდები მაქსიმალური მიახლოებით  გადმოგცეთ.

–ბიჭო, ვაშლი გავიტანე გორიდან რუსეთში,  პადმასკოვიეში დავტოვე და თექვსმეტი ათასი მანეთი დავმალე მანქანაში. დაღესტანში ნივა ჩამიდგა, ავტომატები გადმოყვეს და გამაჩერეს – ცვეტნოი ვიცით ფული რომ გაქვსო.

არა, გადავრიცხეთქო ვუპასუხე. გაჩხრიკეს მანქანა – იპოვეს. მე კაბინაში ასასვლელ კიბეზე ამაყუდეს, შარვალი ჩამხადეს და რიგრიგობით მიხმარეს.

მეხუთე კაცი მხმარობდა როცა მანტიროვკა შევამჩნიე ჩემს წინ. ავიღე და იმას, ვინც იმ მომენტში ერთობოდა ჩემი უკანალით,  თავზე გადავარტყი, მეორეს ავტომატზე  წავავლე, წავართვი და ორივე დავბრიდე. იარაღი ავიღე, ტაქსი გავაჩერე და აეროპორტამდე მისვლა ვუბრძანე.

აეროპორტთან მძღოლმა აიჩემა, ფული მანამ მომე სანამ შევსულვართო. ამ გამწარებულ გულზე მივადე იარაღი და მანქანაში ჩავტოვე სამუდამოდ. შევვარდი სირბილით აეროპორტში, დაცვიდან ერთი  გავაგორე და ავედი თვითფმფრინავში, რომელსაც ის–ის იყო, ტრაპი უნდა მოცილებოდა.

საით მიფრინავთ? – ვიკითხე.

კიევშიო.

არა თბოლისში წახვალთმეთქი…..

– ეეეეეე, ატრაკებ შენ ახლა – ჩაუჭრა საუბარი, ერთ–ერთმა, მასთან მუდმივად მოკამათე მძღოლმა, რომელსაც დანარჩენებმაც კვერი დაუკრეს – მაგდენს ვერ იზამდიო.

– მე თქვენი დედებს  რო შევეცი, ხუთი კაცი რომ მხმარობდა  ხომ კარგად დაიჯერეთ და დანარჩენს ვეღარ იჯერებთო?!

სექტემბერი 12, 2009

თერჯოლავ, იბიცა!

Posted in თერჯოლავ, იბიცა! tagged , , , at 00:02 ავტორი Givillo

დღეს  პრეზიდენტმა თერჯოლაში სპორტის სასახლე გახსნა. უმნიშვნელო ნიუანსებით თავს არ შეგაწყენთ და როდესაც თერჯოლის თვალსაჩინო წინსვლის აღწერისას, ერთი ასეთი მეტაფორა მოიშველია – თერჯოლას იბიცად ვაქცევთ მალეო – დამსწრეთა უსიამო რუზრუზი, თერჯოლელთა კონსერვატიულ ნაწილს დავწამე, მაგრამ უმალ მოვეგე გონს, რაწამს ერთი მამაკაცი  გამოეყო  ძირითად ჯგუფს და ხმისგამაძლიერებლით შეიარაღებული, თავისსავე თანამოაზრეთა ცოცხალ რკალში მოექცა.

აი მისი მოწოდებაც.  რომელსაც,  წესისამებრ, მაქსიამალური მიახლოებით გადმოგცემთ.

– ძვირფასო თერჯოლელებო და მის  მიმდებარედ მდებარე  სოფლების ბინადარნო, ხომ ხედავთ, უკვე დაუფარავად გვემუქრება იბიცათი.

– მაგის კეთილების იბიცა იყოს! – იხუვლა შეგულიანებულ მოქალაქეთა ჯგუფმა.

– აი ეს…  (თითს იშვერს  სინატრას My way-ს ფონზე წესისამებრ სრულებით თვითკმაყოფილი სახით მომღიმარე პრეზიდენტისკენ) დიახ, ეს არის შემსრულებელი, საქართველოს  წინააღმდეგ დაწერილი იმ სცენარისა, რომლითაც მასონები გეგმავენ ღვთისმშობლის წილხვედრი ერის განადგურებას. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი იბიცა გაგვიკეთეს შარშან ქართლში და ახლა დაუფარავად გვიცხადებენ, რომ მალე ჩვენი, თერჯოლლების და მის მიმდებარე სოფლელების ჯერიც დადგება.

ჩაწვდა რა, ალტერნატიულად მომიტინგეთა შეცდომას, თერჯოლის მერმა მსწრაფლ მიაშურა ცალკემდგომ ჯგუფს და როგორც იტყვიან, მათ სწორ გზაზე დაყენებას შეეცადა:

–მოიცათ ხალხო, მაგ ის არაა რაც თქვენ გგონიათ, ეგ რო ეგულისხმა “იბაცა”–ს იტყოდაო – რამდენიმე საზრიანი   სწრაფად მოეგო გონს, თვალები ოდნავ მოჭუტა და მშობლიური ქალაქის მერს უფრო გულმოდგინედ დააკვირდა.  ამ უკანასკნელმა კი განაგრძო – ხომ იცით რომ დღეს, სანამ ქუთაისის ავტოქარხანა სრული სიმძლავრით არ ამოქმედდება და სანამ ჩვენს მწვანილს ევროპის გზა ბოლომდე ვერ გაუკვალავს,  უმნიშვნელოვანეს საქმედ თერჯოლაში მრავალშვილიანობა ითვლება. იმ ასობით ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ხომ სჭირია მუშახელი?! რაღა თქმა უნდა სჭირია! ჰო და ბიძიკო, ეს მუშახელი და ეს მრავალშვილიანობა საიდან მოვა იბიცას გარეშე? – ამ სიტყვებზე მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მოავლო თვალი შეკრებილთ და როდესაც მაგულის მზერა დაიჭირა, მის დასანახად წარბის შეთამაშებაც კი მოასწრო და განაგრძო – ასე, რომ ძვირფასებო, არაფერი საწყენი თქვენთვის არ უკადრებიათ, მშვიდად წაბრძანდით სახლებში და იბიცაც არ დაივიწყოთ!

ხალხის ნაწილმა ტაშიც კი დაუკრა, ძირითადად ქალები აქტიურობდნენ, დამორცხვილმა მაგულიმაც  რამდენჯერმე, სულ ნელა შეახო ხელები ერთმანეთს, ისე რომ მზერა ფეხსაცმლის წვერებიდან არც აუწევია.

ხალხი ნელ–ნელა გაუყვა თავიანთი ამოჩემებული ბირჟებისაკენ მიმავალ გზას.

My Way საამოდ ეფინებოდა ჩამავალი მზის სხივებს მიფიცხებულ, სამუდამო გარუჯვისმომლოდინე შემოდგომის ფოთლებს და მხოლოდ მთელი ამ ხნის მანძილზე გაუჩერებლად ყეფისგან დაღლილმა ბათურამ მოჰკრა ყური, როგორ ჩაილაპარაკა, ჯოხს დაყრდნობილმა ბაბუა რაჟდენმა – კი მარა კაცო, ასე საქვეყნოდ  არ გვასწავლიდენ მარა ვერ ვაწკაპუნებდით  კოხტა გოგო–ბიჭებს, თუ ვერ მევესწარი შვილთაშვილებს?! ვერ გევიგე ბიძიკო, რომელია წინწკილაზე ასაყვანი აგენი თუ იგენიო.

წინა გვერდი