ოქტომბერი 21, 2009

გაბოზდა ერი

Posted in გაბოზდა ერი! tagged , , , , , , , , at 01:10 ავტორი Givillo

დღეს ბებიას შევუარე.
ნესტოროვნამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი, დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთ პატარა ქალაქში ფუსფუსსა და გარჯაში გაატარა, ახლა კი მისი დღე “სიყვარულის აჩრდილის” მორიგ სერიასთან ერთად იწყება და “განრისხებული ანგელოზის” ტიტრებით მთავრდება.
ბედნიერი დღე ჰქონდა თამარას, მასზე შედარებით უმცროსი, მაგრამ უახლოესი მეგობარი და მეზობელი, ნაზიკო ეწვია სტუმრად. ეწვია რა?! ეწვიას ვიტყვით, თორემ მოუყვანეს. თბილისში ჰყოლიათ – გამოკვლევებზე. უხაროდა მოხუცს – ექიმს უთქვამს კაჟივით ხარო. (არ ვიცი რა იგულისხმა ექიმმა,  მე კი ბავშვობა გამახსენდა, თუ როგორ ვეძებდით კაჟის ქვებს, რომლებიც ძირითადად მიწაში იყო ჩაფლული).
საფერფლის დასაძებნად გასვლამ  მომიწია ოთახში , რომელშიც “გოგოები” საუბრობდნენ.
– გოგო – ეკითხება ბებია – კიდე ბოზობს სულიკოს გოგო თუ დაწყნარდა?
– უჰ, რას ამბობ, მაგი ჯერ არ დაწყნარდება კაიხანს.
ამ ერთ კითხვა პასუხს მოვკარი ყური და ღიმილით დავუბრუნდი ჩემს სამყოფელს.

დაახლოებით ნახევარ საათში ისევ მოვხვდი “გოგოების” სიახლოვეს და მესმის:

– ჰო და ამ ბიჭს ცოლისთვის მიუსწრია თავის მეგობართან, ა, ძმაკაცს რო უძახიან იმფერთან–  ამჯერად ნაზიკო აქტიურობს, თან გადაწეულია ბებიასკენ, თითქოს ყურში უჩურჩულებსო.
– რას ამბობ, მაგას ლენტოს შვილიშვილი არ ყავდა?
– კი მასეა!  სასტაული გახდა მაგ გოგო, ვერ ამაგრებენთქო, ხომ გეუბნები.
თითქოს გავბრაზდი, უფრო სწორედ, საჭიროდ ჩავთვალე მოხუცები დამეშოშმინებინა და ნესტოროვნას აშკარად “ძალით გაბრაზებული” სახით ვუთხარი:
– რა არის თამარა, ამ ბოზებზე საუბრის გარდა სხვა არ გაინტერესებთ არაფერი?
– რა ვიცი, დედა, მე ხალხს ვკითხულობ და ესენი გაბოზებულან ყველა!

კარგახანს გულიანად ვიცინოდი და ძალიან მინდოდა, ამ ყველაფრის  “აჟურში”  მოსაყვანად ნაზიკოს ეთქვა – ” აგენი კი არა, ერი გაბოზდა, ჩემო თამარა, ერიო “

6 Comments »

  1. iameosi said,

    მეც, სოფელში ვარ და ვიზეც არ ვიკითხე, ყველაზე მითხრეს გაბოზდაო 😀

    ლოლ

  2. nina said,

    что тут поделаешь? эмансипация, глобализация и свободные отношения!!!!!! за что боролись….

  3. tampliers said,

    “что тут поделаешь? эмансипация, глобализация и свободные отношения!!!!!!”
    это простой случаи, без глобальных размахов 🙂

  4. fsiQe said,

    ვაიმე რამდენი ვიცინე = ))))

    ეს კარგი იყო ძალიან:
    “უხაროდა მოხუცს – ექიმს უთქვამს კაჟივით ხარო. (არ ვიცი რა იგულისხმა ექიმმა, მე კი ბავშვობა გამახსენდა, თუ როგორ ვეძებდით კაჟის ქვებს, რომლებიც ძირითადად მიწაში იყო ჩაფლული).”

  5. margusha said,

    givi es is bebiaa, saxlis dalagebas rom upireb?

  6. Tretiakovebi said,

    ჰოო, სოფლებში ჯერ კიდევ ის მომენტი აქვთ, სიგარეტს რო ეწევა და ბოზი გონიათ, ან ტატუ თუ აქვს და ა.შ.


დატოვე კომენტარი